შესახებ
ყველაფერი ჩემ შესახებ. (ან ის ნაწილი მაინც, რაც ჯერ გავარკვიე)
თქვენ ალბათ დაფიქრდებით: „ვინ ჯანდაბაა ზურაბ კოსტავა?“ სიმართლე გითხრათ, როცა ამ საიტის დომენს ვყიდულობდი, ზუსტად ეგ გავიფიქრე მეც. მაგრამ რადგან ფული უკვე გადახდილია და უკან არავინ დამიბრუნებს, მოდი, მაინც გავცეთ პასუხი:
ვინ არის ზურაბ კოსტავა?
ზურაბ კოსტავა არის ქართველი მულტიდისციპლინური ხელოვანი, რომელიც აერთიანებს აუდიო-ვიზუალურ ხედვასა და მეტამოდერნიზმის ექსპერიმენტებს. ის უარს ამბობს ერთ კონკრეტულ ამპლუაში ჩაკეტვაზე და ცდილობს, შემოქმედების ყველა განზომილებას შეეხოს.
მართალია, იდეებისა და ინტერესების ამხელა სიმრავლეში ხშირად იკარგება, მაგრამ მთავარი ხიბლი სწორედ ამ გაუთავებელი ძიების პროცესით სიამოვნების მიღებაა.
ბავშვობა — საიდან მოვდივარ?
პატარა ღარიბი ბიჭი, რომელიც გურიის სოფელ ციხისფერდში იზრდებოდა და ჩაფიქრებული ჰორიზონტს გაჰყურებდა , ხედავდა ჩაის პლანტაციებს გორაკებზე და ეგონა, რომ იმის იქით სამყარო წყვეტდა არსებობას — რომ იწყებოდა უსასრულო უფსკრული. ეს იყო პატარა ზურაბ კოსტავა თავისი პატარა ვიწრო სამყაროთი, რომელიც პირველად დაფიქრდა არსებობაზე. მას არ ასვენებდა ფიქრები უმცირეს დეტალებზეც კი. აგიჟებდა მასშტაბები და ინოვაციები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ გააჩნდა გაჯეტები, არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. თავიდან მშობლებს აწუხებდა წუთში ათასი “ბრძნული” აზრით, მაგალითად, იმაზე, რომ რომელიღაც გუბე ჭიანჭველებისთვის ალბათ ზღვა იქნებოდა, რომ ალბათ ვარსკვლავები რამდენად შორს იყო და ოდესმე თუ შეძლებდა მასზე მოგზაურობას. მეზობლის საბჭოთა ეპოქის ენციკლოპედიების კითხვა მიყვარდა. მახსოვს, პატარა წიგნები გვქონდა ხოლმე, სადაც ეწერა საოცარი ამბები, რომლებიც ალბათ დღევანდელი გადმოსახედიდან, საერთოდაც არ იქნებოდა საოცარი.
ჩემი დაინტერესება ხელოვნების მიმართ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა წარმოდგენაც არ მქონდა რა იყო თავად ხელოვნება. უბრალოდ ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა და არ ვფიქრობდი მას რა ერქმეოდა. ხატვა 3 წლის ასაკში დავიწყე როცა ქუთაისში ვცხოვრობდი. მაშინ სანთლებით ვხატავდი კედლებზე, ფანჯრებზე, იატაკზე, სანამ ბაბუაჩემი არ მიხვდა რა მინდოდა და მიმართულება არ მომცა. მან სანთელი ფანქრით შემიცვალა, კედლები ფურცლებით და მეც დავიწყე პირველი შტრიხების მოსმა… ვხატავდი ყველაფერს, რის გასაქანსაც მეხსიერება მაძლევდა: ტრაქტორებს, საკუთარ გამოგონებულ მანქანის მოდელებს, თვითმფრინავებს და სუპერგმირებს. მხატვრობამ კიდევ უფრო გააღვივა ჩემში ფანტაზია. მახსოვს, ყოველთვის რაღაც სიახლის მოფიქრება მიყვარდა და ხატვით თითქოს მოდელირებას ვუკეთებდი ჩემს გიჟურ იდეებს.
ყოველთვის მიყვარდა სოფელში ყოფნა რადგან იქ ბევრი გამოუსადეგარი, დეტალი იყო. ვგიჟდებოდი გამოუსადეგარ დეტალებზე. არაფერი არ გამაჩნდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი. რესურსი არ იყო, მაგრამ მაშინ არასდროს არ მქონია შემოქმედებითი კრიზისი. ცოტა რო წამოვიზარდე, ვსწავლობდი სხვადასხვა კოლეჯებში და სტუდიებში. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს.
ალბათ ხელოვნების ნაწილი იყო მერე უკვე მთელი ჩემი მოქმედება, რომელიც კი თავში აზრად მომივიდოდა. თუნდაც ხელოვნება იყო ის, როდესაც მანდარინის ყუთის ფიცრისგან სათამაშო ტელეფონებს გამოვთლიდი ხოლმე, კლავიატურას დავახატავდი, პატარა ეკრანს და ანტენასაც კი ვუტოვებდი (სიგნალი კარგად უნდა დაეჭირა). პიანინო იმდენად მიყვარდა და იმდენად იშვიათი იყო ჩემთვის, რომ მის კლავიშებს ვხატავდი და ვიმიტირებდი, რომ თითქოს ვუკრავდი. ხელოვნება იყო როდესაც მუსიკის რიტმით დაინტერესებულმა დავიწყე ჯამებზე, ვედრებზე და სხვადასხვა საგნებზე ბრახუნი და ჰო, მაშინ არც იუთუბი იყო, არც ეკრანზე ვხედავდი რამეს საინტერესოს. უბრალოდ საიდანღაც მოდიოდა და მაგნიტივით მექაჩებოდა ექსპერიმენტებისადმი ინტერესი.
ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამუშევარი იქნებოდა წითელ მიწაზე გამოკვეთილი კლდის ქალაქი, რომელიც ძალიან წააგავდა ვარძიას. მერე დედმამიშვილები და მეგობრებიც დამეხმარნენ რომ ბოლომდე მიმეყვანა ნამუშევარი. წლების განმავლობაში, სანამ დრომ არ გაანადგურა, ეს იქცა მუზეუმად გამვლელებისთვის, რომლებიც აღტაცებულნი უყურებდნენ ამ პატარა მინიატურულ კლდეში ნაკვეთ ქალაქს.
წერა მეზარება ახლა…
გაგრძელება იქნება.
მონაცემები & კონტაქტი
ზურაბ კოსტავას ციფრული ID, სადაც ის ობიექტურად ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე საკუთარ პასპორტში.
-
დაიბადა: 19.02.1995
-
წარმოშობა: ოზურგეთი, გურია, საქართველო
-
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
-
სტუდია: კრეატიული ხელმძღვანელი @ Kostava Creative
-
პოზიცია: ვებ დიზაინერი @ EMIS Georgia
-
არქეტიპი: კომპოზიტორი, ვიზუალური არტისტი, ტექ გიკი
უნარები
შესაძლებლობების მოკლე სია. ეს არ არის პორტფოლიოსთვის თავის მოწონება — აქ ძირითადად იმიტომ წერია, რომ თავად არ დაავიწყდეს რისი გაკეთება შეუძლია.
შერჩეული გონება
კულტურული გავლენები. საბოლოო სია, რომელიც ამტკიცებს მის განსაკუთრებულ გემოვნებას მედიაში (და დიახ, ამით საკმაოდ ამაყობს).
კინო
სერიალები
წიგნები
Cosmos (Carl Sagan)
Sapiens: A Brief History of Humankind (Yuval Noah Harari)
1984 (George Orwell)The Metamorphosis (Franz Kafka)
Jonathan Livingston Seagull (Richard Bach)
Stories of Your Life and Others (Ted Chiang)
Dark Matter (Blake Crouch)
The Three-Body Problem (Cixin Liu)
Brave New World (Aldous Huxley)
Samoseli Pirveli Guram Dochanashvili)

