ბიბლიოთეკა

კითხვები ReadRoad-ზე

რა არის ReadRoad?

ReadRoad ზურაბ კოსტავას უფასო ვებ-აპია, რომელიც EPUB წიგნებს და ნებისმიერ ტექსტს ბუნებრივი ხმით კითხულობს და წაკითხვისას თითოეულ სიტყვას ანათებს.

რა ენებზე კითხულობს ReadRoad?

50-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ინგლისურად, ესპანურად, ფრანგულად, გერმანულად, რუსულად და ქართულად, თითოეულ ენაზე ბუნებრივი ხმების არჩევანით. ქართულ რიცხვებს, თარიღებს და შემოკლებებსაც სწორად კითხულობს.

ReadRoad უფასოა?

დიახ. ReadRoad უფასოა, ბრაუზერში დაყენების გარეშე მუშაობს და ტელეფონის მთავარ ეკრანზე აპად შეიძლება დამატება.

სად ინახება ჩემი წიგნები?

შენს საკუთარ Google Drive-ში ან შენს მოწყობილობაზე. ReadRoad მხოლოდ შენ მიერ არჩეულ ფაილებს ხსნის და წიგნებს თავის სერვერზე არასოდეს ტვირთავს.

შემიძლია კითხვა სხვა მოწყობილობაზე გავაგრძელო?

დიახ. უფასო ანგარიშით შენი თარო და კითხვის პროგრესი ყველა მოწყობილობაზე გამოგყვება.

აგრძელებს ReadRoad კითხვას, როცა ტელეფონის ეკრანი ჩაქრება?

დიახ. ტელეფონზე შეტყობინებებში პლეერი ჩნდება და ჩაკეტილ ეკრანზეც აგრძელებს კითხვას.

რა ფაილებს ხსნის ReadRoad?

EPUB წიგნებს და ნებისმიერ ტექსტს, რომელსაც ჩასვამ.

შემიძლია ხმის და სიჩქარის შეცვლა?

დიახ. თითოეული ენისთვის ხმას აირჩევ, სიჩქარეს 0.5x-დან 4x-მდე დააყენებ, პაუზებს მოარგებ და ფრჩხილებში ჩასმულ ტექსტს გამოტოვებ.